სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

კატალოგი

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ღამის ბათუმი

სურათი

ბათუმის ნავსადგური


პოეზიის საღამო ,,ლექსების აკიდო ყველაზე პატარებისათვის’’
პოეზიის საღამო ,,ლექსების აკიდო ყველაზე პატარებისათვის’’
2018 წლის 14 თებერვალს, 11.30 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილებაში, გაიმართა პოეზიის საღამო ,,ლექსების აკიდო ყველაზე პატარებისათვის“.
პოეზიის საღამო საბავშვო პოეტ, მაყვალა მრევლიშვილის დაბადების 109 წლისადმი იყო მიძღვნილი. მონაწილეობდნენ კერძო სკოლა ,,მონპარნასის“ პირველი კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი დიანა გიგინეიშვილი, პედაგოგები: შორენა გორგოშაძე და ნატალია დათიაშვილი.
ბავშვებმა ლიტერატურული კომპოზიციით ,,ლექსების აკიდო ყველა პატარებისათვის’’ გააცოცხლეს ყველა თაობის საყვარელი საბავშვო მწერლის მაყვალა მრევლიშვილის ლექსები. განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ მოსწავლეებს ესაუბრა მწერლის შემოქმედებაზე, წაუკითხა რამდენიმე ლექსი და დასასრულს მათთან ერთად ,,ეს საწყალი კურდღელიც’’ იმღერა.
დღეს ბიბლიოთეკამ 18 ახალი მკითხველი შეიძინა.

«««