სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2018 წლის 21 თებერვალს, 13.30  საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების  მოსწავლეთა დარბაზში კლუბ ,,საზღაპრეთის“  შემეცნებითი შეხვედრა ჩატარდა  ქ. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან (დამრიგებელი ლალი შანიძე) განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ  მოსწავლეებს გააცნო დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრება და შემოქმედება. ესაუბრა მხატვრის ცხოვრების ამსახველ გახმაურებულ და გაუხმაურებელ ისტორიებზე. წარუდგინა და ურჩია წაეკითხათ მათი ასაკისათვის განკუთვნილი წიგნის სერიები- გამოჩენილი ადამიანების ისტორიებიდან, ამასთან სამომავლოდ  ჟურნალისტისა და მწერლის  შორენა ლებანიძის მხატვრულ-დოკუმენტური  რომანი ,,ეს მე ვარ- ფიროსმანი“  ურჩია,  აქვე ნაწყვეტები წაიკითხა ამ წიგნიდან.
შეხვედრის დროს მიმდინარეობდა სლაიდის ჩვენება  ფიროსმანის შედევრებისა, რომლის შექმნის ისტორიაზეც ისაუბრა  ქალბატონმა  ინგამ. გონებამახვილი პატარები ერთმანეთს კითხვებს და სწორ პასუხებს არ აცლიდნენ. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
 

«««