სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დიალოგი „ახალგაზრდების თვალით დანახული სამყარო“
დიალოგი „ახალგაზრდების თვალით დანახული სამყარო“
2018 წელს 23 თებერვალს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის საერთო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება, მიძღვნილი გერმანელი მწერლისა და დრამატურგის ბერტოლტ ბრეხტის საიუბილეო თარიღისადმი. ღონისძიებაზე, ბრეხტის შემოქმედების ირგვლივ, ქალაქ ბათუმის ხელოვნების  ინსტიტუტის სტუდენტებს ესაუბრა საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი, მწერალი ინგა გოგიბერიძე, ხოლო ავტობიოგრაფია და ფონდში არსებული წიგნების ბიბლიოგრაფია წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ელიონორა ძიგუამ წარადგინა და  წიგნადი ფონდის  საცნობარო  ფლაიერებიც გაატანა ინსტიტუტში სხვა სტუდენტებისათვის.
 ქალაქ ბათუმის ხელოვნების  ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტებმა და პედაგოგმა  თეა ცაგურიამ, ისაუბრეს ბრეხტის შემოქმედების მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს  იმას, რამდენად აქტუალურია ბრეხტის დრამატურგია დღეს მათთვის, მომავალი მსახიობებისათვის. სტუდენტებმა წაიკითხეს ბრეხტისა და გალაკტიონის ლექსები. დიალოგის დასასრულს, მომავალმა მსახიობებმა, სამახსოვრო ფოტოები მათთვის სპეციალურად განკუთვნილ თეატრალურ კუთხეში გადაიღეს.
 

«««