დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,ქალი - მარადიული გაზაფხული“
2010 წლის 5 მარტს, 17 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,ქალი - მარადიული გაზაფხული“. ბიბლიოთეკის მამაკაცმა თანამშრომლებმა მანდილოსნებს მიულოცეს ქალთა დღე. ბიბლიოთეკის დირექტორმა თანამშრომელ მანდილოსნებს და მოწვეულ ქალბატონებს საჩუქრად გადასცა თაიგულები.