სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“
„თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“

2018 წლის 12 აპრილს, 16 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახლაგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა პროზაიკოსთან, მხატვართან და ილუსტრატორთან, „საბა“-ს პრემიის ლაურეატთან, მაკა ლდოკონენთან. შეხვედრა წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და საუბარი ბოლო პერიოდის საბავშვო ლიტერატურას ეხებოდა. პროზაიკოსმა წარადგინა მისი ახალი წიგნი „ცხენისკუდები დილასთვის“, რომლის სიუჟეტიც პოეტისა და მთარგმნელის, დალილა გოგიას ლექსსზე იყო აგებული. დალილამ ისაუბრა ამ ლექსის დაწერის ისტორიაზე და საერთოდ ლიტერატურაზე. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ისინი აღფრთოვანებული წავიდნენ და გადაწვიტეს ქალბატონი მაკას ყველა წიგნი წაიკითხონ და მწერალს შემდგომ წერილებიც კი მისწერონ. მაკა ლდოკონენმა ჩვენს ბიბლიოთეკას წიგნები გადმოსცა საჩუქრად.


«««