სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი საბავშვო წიგნების წარდგენა
ახალი საბავშვო წიგნების წარდგენა
2018 წლის 18 მარტს, 12 საათზე  აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება ახალი საბავშვო წიგნების წარდგენა. წარდგენილი იყო - ,,ჩემი პირველი პოეზიის ანთოლოგია“, ,,ჩემი პირველი ქრესტომათია‘’ და ,,სირძნის კარი“. მოწვეულები იყვნენ ქ. ბათუმის კერძო საბავშვო ბაღის ,,მადაგასკარის“,  ჯგუფი ,,ერუდიტების“ აღსაზრდელები. (პედაგოგები: ეკატერინე კილაძე და ნინო ჩიკაშუა).  წიგნები წარადგინა ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ. 
განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ მოსწავლეებს გააცნო თანამედროვე გამოცემები, ესაუბრა სამგანზომილებიანი წიგნების შესახებ.  წაუკითხა ირაკლი ლომოურის  ,,სახალისო რითმოცანა,“ ხმოვანი გასართობი წიგნი ,,მხიარული ხმები“, გააცნო ყურპარტყუნა ვირუკა და ვარდისფრი გოჭუნია წიგნიდან: ,,თვალები, ყურები, ცხვირი და კუდი“.
 

«««