სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ბიბლიოთეკის კვირეული“-ს დახურვა
„ბიბლიოთეკის კვირეული“-ს დახურვა
2018 წლის 30 აპრილს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში „ბიბლიოთეკის კვირეულის“ დახურვასთან დაკავშირებით „საქართველოს ბიბლიოთეკარის დღისადმი“ მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა. ეს იყო შეხვედრა აჭარის საბიბლიოთეკო სფეროს წარმომადგენლებთან და ერთგულ მკითხველებთან, რომელიც 2017 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკართა დაჯილდოებით დასრულდა.
ნომინაციაში გამარჯვებულნი, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტების საუკეთესო ბიბლიოთეკარები: დიანა ბოლქვაძე, მერი დავითაძე, ლიანა შერვაშიძე, ნანი დიდმანიძე, თინა მემარნე თაიგულებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან შემოქმედი ბიბლითეკარის წოდება დაიმსახურა მანანა სულაბერიძემ, თანამედროვე ბიბლიოგრაფის - ირმა დოლიძემ, ინტელექტუალური ბიბლიოთეკარის - მზია დავითაძემ, პუნქტუალური ბიბლიოთეკარის - ნინო ნაკაშიძემ, მკითხველთა სიმპათია ბიბლიოთეკარის - ელენე ტუღუშმა. მათ გადაეცათ თაიგულები და ფასიანი საჩუქრები. 
საპატიო სიგელით და საჩუქრით დაჯილდოვდა ყველაზე პატარა მკითხველები: ანა ცეცხლაძე - ბათუმის მე 10-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე, ანა და ილია კვაჭაძეები - კერძო სკოლა „თამარისი“-ს მე-7 კლასის მოსწავლეები.
აჭარის საბიბლიოთეკო სფეროს მუშაკებს „ბიბლიოთეკარის დღე“ მიულოცეს და საჯარო ბიბლიოთეკის წარმატებულ მუშაობაზე ისაუბრეს აქტიურმა მკითხველებმა - მწერალმა ანზორ კუდბამ, პუბლიცისტმა შოთა აბაშიძემ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ჯემალ ჩიჩუამ, აჭარის მთავრობის, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ ბერიძემ, მწერალმა თენგიზ ცეცხლაშვილმა, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ფუტკარაძემ, ბიბლიოთეკის მთავარმა ბიბლიოგრაფმა მანანა ბოლქვაძემ, დირექტორის მოადგილემ ნატო ჭყონიამ.
 

 

     


«««