სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე

2018 წლის 10 მაისს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის  საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას  სტუმრად   ქალაქ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მე-4 კლასი (დამრიგებელი მზია ტაკიძე) ეწვია.  ბავშვებმა გულისყურით დაათვალიერეს  განყოფილების წიგნადი ფონდი, მოსწავლეთა დარბაზში მოისმინეს ახალმიღებული წიგნების მიმოხილვები, გაწევრიანდნენ ბიბლიოთეკაში და გაიტანეს სასურველი ლიტერატურა.  შეხვედრის დასარულს ბავშვებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ  ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიაზე და მოღვაწეობაზე ესაუბრა. წაუკითხა წერილი „ჯერალდინას“ და სიკეთის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბავშვებმა სიამოვნებით უცქირეს ნაწყვეტებს ფილმიდან „ბიჭუნა“ საოცარი  ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით.


«««