სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში მუდმივი ჟრიამულია. 10 მაისს, განყოფილებას მოულოდნელად ეწვია ქალაქ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, ინტერესით მოისმინეს განყოფილების უფროსის ინგა გოგიბერიძის საუბარი ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ამ დღეს მოსწავლეთა დარბაზს პროექტის ,,საქართველოს კუთხეები’’ მოსამზადებლად ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. რომლებსაც ამ დარბაზის ბიბლიოთეკარებმა კვალიფიციური დახმარება გაუწიეს და შეურჩიეს დამხმარე ლიტერარტურა. დღის მეორე ნახევარში განყოფილებაში სტუმრად მოვიდა ავტორი ლია ბედინაძე, რომელმაც საკუთარი წიგნები ქცევის, კულტურის და სუფრის ეტიკეტის შესახებ, საჩუქრად გადასცა ბიბლიოთეკის ფონდს. დღის ბოლოს სოციალურ ქსელში მოსწავლეთა დარბაზის ბიბლიოთეკარებმა გააშუქეს გერმანელი მწერლის ერიხ რასპეს წიგნის - „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“ მცირე ანოტირებული ბიბლიოგრაფია.


«««