სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2018 წლის 16 მაისს, 12 საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“, ბათუმის კერძო საბავშვო ბაღის ,,აკუნა მატატა“ აღსაზრდელები ეწვივნენ ბიბლიოთეკის გასაცნობად.  სიურპრიზი კლასიკური მუსიკით დაიწყო, რომელიც მათთვის ფორტეპიანოზე შეასრულა ქალაქ ბათუმის  მე-9 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ლუკა მარტიროსიანმა. შემდეგ პრესის დარბაზს ეწვივნენ და საბავშვო ჟურნალებს გაეცნენ, საბოლოოდ კი ბავშვთა დარბაზში მოიყარეს თავი სადაც ინგულა მეზღაპრე ელოდებოდათ სათამაშო თოჯინებთან ერთად. მან თვალხატულა და საგანგებოდ გამოპრანჭულ პატარებს პრინცესების წიგნი გაანო, ქცევის წესებზე ესაუბრა ლია ბედინაძის წიგნიდან ,,ყოფაქცევის კულტურა“, მხიარულმა პატარებმა მასთან ერთად გაითამაშეს მინი სპექტაკლი ,,კეთილი მეგობრებიდან“.


«««