სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბავშვო კარუსელი - „ბავშვის პირველი კონტაქტი ბეჭდურ გამოცემასთან“
 საბავშვო კარუსელი  - „ბავშვის პირველი კონტაქტი ბეჭდურ გამოცემასთან“

2018 წლის 30 მაისს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, კომპიუტერულ ცენტრში არსებულ კლუბში, „ფილმების საღამოები“, პერიოდიკის დარბაზმა ჩაატარა საუბარი საბავშვო ჟურნალზე „საბავშვო კარუსელი“. შეხვედრის მთავარი ამოცანაა თამაშით გაუვარჯიშოს პატარებს გონება. ჟურნალში წარმოდგენილი კროსვორდები, თავსატეხები, ლექსები და ამბები ბავშვების საყვარელ გმირებზე გააცნო პერიოდიკის დარბაზის  ბიბლიოთეკარებმა თინა ცენტერაძემ და  ნინო ნაკაშიძემ. გემებისა და მეკობრეების რთულ გზებზე საინტერესოდ ესაუბრა ბავშვებს განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ.   ნაჩვენები იყო შემეცნებითი სლაიდი -„ბავშვის პირველი კონტაქტი ბეჭდურ გამოცემასთან“. ჩვენებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები პედაგოგი (ლია მეგრელიძე). ბავშვებმა იმუშავეს ჟურნალში არსებულ კროსვორდებისა და თავსატეხების ამოხსნაზე.


«««