სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნორჩ მკითხველებთან შეხვედრა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნორჩ მკითხველებთან შეხვედრა

2018 წლის 1 ივნისს, 12 საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობ-შემეცნებითი შეხვედრა ნორჩ მკითხველებთან ,,სამყაროს შეხედეთ ბავშვების თვალით“ . შეხვედრაში მონაწილეობა ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. დამრიგებელი ნატალია კეჭეხმაძე). განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ, მოსწავლეებს ესაუბრება ამ დღის მნიშვნელობაზე, გააცნო მათი უფლებები და მწერალ მაყვალა ბერიანიძის წიგნები „ჩანაწერები საქართველოს და აჭარის ისტორიის შესახებ“ წარუდგინა. ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გამოეხმაურა აქციას ,,ნუ მომკლავ“, რომელსაც საკუთარი მინიატურა მიუძღვნა. მოსწავლეების მიერ მომზადებულმა მონტაჟმა, ზურაბ გორგილაძის პოეზიამ და ქართულმა ტრადიცულმა განდაგანამ, დამსწრე საზოგადოება დიდად ნასიამოვნები დატოვა. დასასრულს, თითოეულ მოსწავლეს ავტორისაგან, ამ დღის სამახსოვროდ, საჩუქრად, ვახტანგ გურგენიძის წიგნი - ,,ჯვარს ვაცვით ილია“ გადაეცათ.


«««