სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალგაზრდობასთან ლიტერატურული საუბარი „ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულება ადათ-წესებისა და ტრადიციების მიმართ“
ახალგაზრდობასთან ლიტერატურული საუბარი „ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულება ადათ-წესებისა და ტრადიციების მიმართ“

2018 წლის 13 ივნისს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის  საჯარო ბიბლიოთეკის  საბავშვო -ახალგაზრდობის  განყოფილებაში,   ჩატარდა  საუბარი ახალგაზრდებთან -„ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულება ადათ-წესებისა და ტრადიციებისადმი“.  ......რამ  შემქმნა ადამიანად, რად  არ მოვედი  წვიმადა... ყველაფერი  ისე  ლამაზობდა, ისე კეკლუცობდა.... მღელვარებდა დარბაზი. ულამაზესი,  ვაჟას  პოეზიით  შთაგონებული ხმა ინგა გოგიბერიძისა და ქალაქ ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა. ბავშვები, ვაჟას  ლექსებით. ამაღლებული და უმშვენიერესი  ყვავილებით  შუქნაფენი დარბაზი და თითქოს ცის საუფლოდან მონადენი ლექსი, მუსიკა და ნატო  მეტონიძის სიმღერები ვაჟას  ლექსებზე, კიდევ  ერთი დადასტურებაა ქართული გენის განსაკუთრებულობისა.  ყველაფერი  ვაჟა-ფშაველათი  სუნთქავდა.  აქ იყო ქუჩი, ია-იისფრად მორცხვი, ალერსისა და მოფერების  მომლოდინე. აქ იყვნენ ფესვები..... იყო  ქართული  ხმები  და ქართული სახეები, ქართული  შემართება, ქართული ხმოვანება. აქ  იყო  ვაჟა, იგრძნობოდა  მისი სუნთქვაც, უხაროდა ქართული გენის, ასეთი ამაყოვნება და ლექსი და პროზა  დაუსრულებელი.  


«««