მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების 173-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო ,, ილიას პუბლიცისტიკა“
2010 წლის 25 ნოემბერს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების 173-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო ,,ილიას პუბლიცისტიკა“, რომელზეც წარმოდგენილი იქნა პუბლიცისტურ-ლიტერატურული კომპოზიცია ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ კომპოზიციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, მოსწავლეები. ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკის აქტუალობაზე ისაუბრეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა.