სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კითხვის დრო ინგასთან ერთად -"რობინ ჰუდი"
კითხვის დრო ინგასთან ერთად -"რობინ ჰუდი"

2018 წლის 12 ნოემბერს,14 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი პროექტის ,,კითხვის დრო ინგასთან ერთად“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. ინგლისური ბალადა -“რობინ ჰუდი“ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ წაიკითხა. 

პროექტის სტუმრები იყვნენ ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები, პედაგოგ, მანანა ვერძაძესთან და მშობლებთან ერთად. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეებმა სპეცმასწავლებელ ლალი ჯაფარიძესთან ერთად. საინტერესო და თავგადასავლებით სავსე კეთილი ,,ყაჩაღის’’- ,,რობინ ჰუდი’’-ს ამბებმა მათზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ბავშვებმა და უფროსებმა ისაუბრეს ბალადის, წიგნის კითხვის და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე. მოისმინეს ილია ჭავჭავაძის ,,ბაზალეთის ტბა’’, რომელიც ლექსად თქმული ამბავია ჩვენი წარსულის შესახებ. ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალიწელი მიულოცა. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა და უფროსებმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ლამაზ და შთამბეჭდავ საახალწლო სივრცეებში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს! #იკითხეთჩვენთანერთად!


«««