სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ ,,საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
კლუბ ,,საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2019 წლის 24 აპრილს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ “საზღაპრეთს” კერძო სკოლა “იბერიის” I, II, IV კლასის მოსწავლეების ესტუმრნენ.
 ,,საზღაპრეთის" დღევანდელი ღონისძიება ერთ-ერთ უდიდეს მართლმადიდებულ დღესასწაულს - აღდგომას მიეძღვნა. 
პატარებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა და აღდგომის დღესასწაული წინასწარ მიულოცა. რელიგიის არსზე, უფლის სიყვარულზე, რწმენისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე კი მოსწავლეებს ჩვენი განყოფილების მოსწავლეთა დარბაზი მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე ესაუბრა.
ლელა სურმანიძემ პატარებს “იესო ქრისტეს სასწაულები” წაუკითხა. ასევე ესაუბრა კვერცხის შეღებვის, პასკის გამოცხობისა და სააღდგომოდ ჯეჯილის დათესვის ტრადიციებზე. 
ღონისძიების დასასრულს სკოლა “იბერიის” მოსწვალეებმა სიმბოლურად კვერცხები მოხატეს და საკუთარი ნამუშევრები ბიბლიოთეკას სახსოვრად დაუტოვეს,


«««