სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პოეტ ბელა ქებურია 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო
პოეტ ბელა ქებურია 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

2019 წლის 18 ივნისს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა პოეტ ბელა ქებურიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიით და სიყვარულით სავსე საღამო. შეხვედრას ესწრებოდნენ და პოეტს დიდი პატივისცემა დაუდასტურეს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. ბელა ქებურიას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს მწერლებმა, პოეტებმა და მისი მოღვაწეობის თაყვანისმცემლებმა. შეხვედრა დიალოგის სახე ჰქონდა და ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატო ჭყონია უძღვებოდა. პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოსლაიდი და მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები ფონად გასდევდა საღამოს. საღამო მუსიკალურად დააგვირგვინა მეცო–სოპრანო ინგა ჯახუტაშვილმა ფრანგი კომპოზიტორის ჟორჟ ბიზეს გენიალური არიით ოპერიდან „კარმენი“. ქალბატონი ბელა გახლავთ 9 ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: ახლახანს საქართველოს მწერალთა კავშირმა და ხელოვანთა ოქროს ფონდმა,იშვიათი ჯილდო, თამარ მეფის ენდალმა მიანიჭა ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - ამ საპასუხისმგებლო ჯილდოს მფლობელი საქართველოში მხოლოდ სამი ადამიანია. ილია ჭავჭავაძის, ტბელ აბუსერიძის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელობის პრემია ბავშვთა ლიტერატურული კონკურსის „სიკეთის ხისგან“ -მომავალი თაობის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის(პოეზიის კონკურს „ზღვაურისა“ და ლიტერატურული „ალმანახ „ზღვაურის“ გამო) , ზურაბ გორგილაძის, მარიკა ბარათაშვილის, „პოეზიის დღე -შოთაობის“ (მესხეთი), „უქიმერიონისა“ (ქუთაისი), ჟურნალ „ოლეს“ (კახეთი). 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ის გახდა „რჩეული შემოქმედის“ წოდების მფლობელი( აჭარის მწერალთა სახლი), ხოლო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მადლობის სიგელი დაიმსახურა.

 

   


«««