სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ვიზიტი ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მთავარ ბიბლიოთეკაში
ვიზიტი ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მთავარ ბიბლიოთეკაში
2019 წლის 24 ივნისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები, მეთოდურ-პრაქტიკული დახმარების მიზნით, ეწვიენ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებას.
გაიმართა შეხვედრა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით შეკრებილ მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების და საჯარო სკოლების 24 ბიბლიოთეკართან.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ ისაუბრა 21-ე საუკუნის ბიბლიოთეკების ამოცანებზე, გამოწვევებსა და მიზნებზე. შეკრებილთ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მიღწევები გააცნეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განყოფილების უფროსებმა და ბიბლიოთეკარებმა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და დაისახა ამოცანები - როგორ ავუწყოთ მხარი თანამედროვე მოთხოვნებს და ვაქციოთ ჩვენი ბიბლიოთეკა ახალგაზრდების საყვარელ ადგილად.
 

 


«««