სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"ნარკომანიასთან ბრძოლის დღე"
"ნარკომანიასთან ბრძოლის დღე"
#არა #ნარკოტიკს
#არა #სიკვდილს
დღეს ნარკომანიასა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 
თარიღთან დაკავშირებით, 2019 წლის, 26 ივნისს აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის VII, IX, და X კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
ღონისძიების დაწყებამდე, საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში მთავარმა ბიბლიოთეკარმა ელეონორა ძიგუამ მოსწავლეებს ჩვენს წიგნად ფონდში არსებული ის ლიტერატურა წარუდგინა, რომლებიც ნარკომანიასა და ამ მავნე დაავადებასთან ბრძოლას უკავშირდება. 
შეხვედრის მეორე ნაწილი მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოების “მორფის” განხილვას დაეთმო. 
მოსწავლეებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს წიგნში წარმოდგენილ პრობლემაზე და ისაუბრეს იმაზე, როგორ უნდა დაგეგმო შენი დრო ისე, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, გახდე საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანი, რაც შემდგომ მოგცემს საშუალებას დაეხმარო შენს ირგვლივ მყოფთ. 
საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ მოსწავლეებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

«««