სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გულნარა მიქანაძე-სვანიძის მინიატურული თოჯინების გამოფენა
გულნარა მიქანაძე-სვანიძის მინიატურული თოჯინების გამოფენა
დღეს, 27 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განახლებულ საზაფხულო-სამკითხველო ეზოში გულნარა მიქანაძე-სვანიძის მინიატურული თოჯინების გამოფენა გაიმართა.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ ბიბლიოთეკის ულამაზეს სამკითხველო-საზაფხულო ეზოში უმასპინძლა გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, გულთბილი სიტყვებით ისაუბრა ემიგრანტი მეგობრის შექმნილ მინიატურებსა და ლიტერატურულ კრებულებზე.
ქალბატონი გულნარა იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. მისი ნამუშევრების უმრავლესობა ემიგრაციაში ყოფნისასაა შექმნილი, რომელსაც სოციალურ ქსელში ნანახი ცნობილი ადამიანების და მეგობრების ფოტოების მეშვეობით, პიროვნების ხასიათისა და განწყობის აღქმით „სახასიათო პორტრეტებს“ აცოცხლებს და ისევ ფეისბუქით უზიარებს ემოციებს საქართველოში მყოფ მისი შემოქმედების მოყვარულთ და გულშემატკივრებს. 
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცა ავტოგრაფით დამშვენებული პატარა ლიტერატურული კრებულები; ერთ-ერთ პატარა სტუმარს კი, ლამაზი მინიატურული თოჯინა ერგო საჩუქრად.
 
 

«««