სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარესთან
შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარესთან

10 ივლისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ სამკითხველო დარბაზში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე - რუსლან აბაშიძესა და „ქართულ-აფხაზური საგას“ წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა; ორგანიზატორი აჭარაში მოქმედი „ევროპის სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ბათუმის ქალთა კლუბი“ იყო, რომელიც „ქართულ-აფხაზური საგას“ დამფუძნებელია. საუბარი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, შექმნილ პრობლემებსა და გადჭრის გზებზე მიმდინარეობდა. „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელმა - ნათელა დუმბაძემ ვრცლად ისაუბრა ორი, ისტორიულად შესისხლხორცებული კუთხის, აფხაზეთისა და აჭარის მკვიდრთა ძმურ ურთიერთობებსა და უახლოეს წარსულში მომხდარ ტკივილზე. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ გააჟღერა ინიციატივა, რომ საერთაშორისო ფორმატში მოხდეს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებში რათა, ახალგაზრდა თაობებს შორის მოხდეს ურთიერთობების გაღრმავება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა.


«««