სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საზაფხულო-სამკითხველოს გახსნა
საზაფხულო-სამკითხველოს გახსნა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცეებს კიდევ ერთი ლამაზი, ფერადი, გამორჩეული და ყველასათვის ღია, საზაფხულო-სამკითხველო ეზო შეემატა. 
 საოცარი სილამაზე, ფერადოვნება,  მყუდრო გარემო და მკითხველისათვის სასიამოვნო აურა სუფევს ირგვლივ. 
ა(ა)იპ „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელობისა და მათი ფლორისტების  დახმარებით სამკითხველო ეზო ულამაზესი ერთწლოვანი ყვავილებით გაივსო.
სამკითხველოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისათვის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ მოიწვია  ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მაკა დიდებულიძე და ამავე ბიბლიოთეკასთან არსებული თეატრალური წრის მოსწავლეები: ანა ლაბაძე, საბა ლაბაძე, სანდრო ციყელაშვილი, მარიამ მახარაშვილი, ხატია მურჯიკნელი, თამარ ცუცქირიძე, თინათინ ცუცქირიძე, საბა ფანჩულიძე, გიორგი ღვალაძე, ლუკა ჩაუჩიძე  სტუმრობდნენ. (პედაგოგები - ნონა ტეფნაძე, ლალი პაპუაშვილი); 
  მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების მიხედვით თეატრალური პერფორმანსი - „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“ წარმოადგინეს. 
გახსნაზე მობრძანებული სტუმრები დიდი სიამოვნებითა და  ყურადღებით უსმენდნენ მოსწავლეებისა და მათი პედაგოგის მიერ შესრულებულ გალაკტიონის უკვდავ პოეზიას. 
საჯარო ბიბლიოთეკის საზაფხულო-სამკითხველო ეზო ღიაა ყველასათვის, ვისაც სურს ისარგებლოს ღია სივრცით. აქ გაიმართება სალონური, ლიტერატურული, კლუბური შეხვედრები; აქ, შეიძლება დასვენება, განტვირთვა, კითხვა, სასიამოვნო მუსიკისა და თეატრალური წარმოდგენების ნახვა და მოსმენა.  
ეს ეზო ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება მალე...
ველოდებით ქალაქის სტუმრებს და ვიზიტორებს...
ბიბლიოთეკაში დასვენება ყველაზე სასიამოვნო განტვირთვაა... 
 

«««