სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე
2019 წლის 18 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას „ღია კარის“ დღის ფარგლებში ქ. ბათუმის კერძო ბაღის - ,,ჩვენი სახლი’’ საზაფხულო სკოლის ბავშვები ეწვივნენ.
საჯარო ბიბლიოთეკის დერექტორმა ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს ოტია იოსელიანის ,,დედის ზღაპარი’’ წაუკითხა, ისაუბრეს დედა-შვილურ ურთიერთობებზე, მეგობრობისა და ერთგულების შესახებ.
„დაჩის ზღაპრები“ ერთ­ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ნაწარმოებია. ესაა ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი დედამიწის, ზღვის, ვარსკვლავების, მთვარის, მზის არსებობის, სილამაზის, სიყვარულის საჭიროების და მარადიულობის ზღაპარი.
შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებები, წიგნადი ფონდი და საცავები. დარეგისტრირდნენ მკითხველებად და აიღეს მკითხველის ბარათები.
 
 
 

 


«««