სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კითხვის დრო ინგასთან ერთად
კითხვის დრო ინგასთან ერთად
2019 წლის 19 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული პროექტი „კითხვის დრო ინგასთან ერთად“ სტუმრად  ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას ეწვია.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე, ბიბლიოთეკაში მოსულ პატარებს ბიბლიოთეკისა და წიგნის სიყვარულსა და აუცილებლობაზე ესაუბრა. წაუკითხა ჩვენი დროის ყველასათვის საყვარელი მწერლის, ოტია იოსელიანის  „დაჩის ზღაპრების“ გმირის -  „დაჩის“ დაბადების  ამბავი, „როგორ გახდა დაჩი მონადირე“ და  ბესიკ კეკელიძის „კეთილი სტუმარი“. 
ბავშვებს,   მთხრობელის გაშვება არ სურდათ და შოთა ხოდაშნელის გამოცანებსაც სიამოვნებით უპასუხეს.
პატარები ყურადღებით და დიდი ინტერესესით უსმენდნენ სასიამოვნოხმიან „მეზღაპრეს“. 
სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბიბლიოთეკა. 
ინგა გოგიბერიძემ პროექტით, #წიგნიავტორიმკითხველი  ბიბლიოთეკას, ჭაბუა ამირეჯიბის შვიდტომეული გადასცა საჩუქრად.

«««