სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“

2019 წლის 20 ივლისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“, განიხილეს გერმანელი მწერლის - შტეფან ცვაიგის პოპულარული მოთხრობა „უცნობი ქალის წერილი“.
 "უცნობი ქალის წერილი" მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრო-გერმანელი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია - ცნობილ მწერალ რ-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი.
ეს არის მოთხრობა, რომელიც ერთი ამოსუ...ნთქვით იკითხება; რომლის წაკითხვისას ზოგი თავის თავს აღმოაჩენს, ზოგიც კი იტყვის, რომ სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება დიდი სიგიჟეა. ეს არის წიგნი, სადაც გადმოცემულია სიყვარულის უაღრესად ნატიფი ფსიქოლოგიური ანალიზი. ბევრი რომანი დაწერილა მსგავს თემატიკაზე, მაგრამ ცვაიგის ამ გენიალურმა ნოველამ დიდებული შთაბეჭდილება დატოვა კლუბის წევრებზე.
კლუბის შემდეგი შეხვედრა 27 ივლისს 11 საათზე გაიმართება; განიხილება ჯემალ ქარჩხაძის გენიალურ ნაწარმოები - „იგი''.


«««