სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


11 სექტემბრის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული საღამო
11 სექტემბრის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული საღამო

2019 წლის 11 სექტემბერს, 16 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის "ამერიკულ კუთხეში", ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული საღამო-გახსენება გაიმართა.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე „ამერიკულ კუთხეში“ შეკრებილ ახალგაზრდებს, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭო და ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლებს 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტსა და მის სავალალო შედეგებზე ესაუბრა.
ბათუმის „ამერიკული კუთხის“ კოორდინატორმა მამუკა საფარიძემ იმ საგანმანათლებლო პროექტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას; სხვადასხვა შეხედულებების მქონე ახალგაზრდების ინტეგრირებას საზოგადოებაში; ტოლერანტობასა და ურთიერთმიმღებლობას, რათა მსოფლიო უფრო უკეთესი და მშვიდობიანი გახდეს.
საღამოზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ნათლად და შემზარავად ასახავს იმ რეალობას, თუ რამდენად დიდი საფრთხეა 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოსათვის ტერორიზმი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა - თეა ჭანტურიშვილმა გაიხსენა ის ტრაგიკული დღე და პირადი ემოციები, რომელიც მაშინ გაიარა მსოფლიომ და საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა - ირმა გაბინაშვილმა 2001 წლის შემდგომი მსოფლიო უსაფრთხოებისა და სამხედრო გაერთიანების როლზე ისაუბრა.
„მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ – 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ეს სიტყვები არ კარგავს აქტუალობას.
ამ დღემ შეცვალა მსოფლიო და მასთან ერთად ტერორიზმის საფრთხე არ მცირდება...


«««