სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დისკუსია „აჭარის ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცლები“
დისკუსია „აჭარის ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცლები“

2019 წლის 26 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო დარბაზში გაიმართა დისკუსია თემაზე: “აჭარის ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცლები”. ღონისძიება მთავარმა ბიბლიოთეკარმა ელეონორა ძიგუამ მოამზადა და მასში ბათუმის #22-ე სკოლის VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გახსნა. აჭარის ისტორიის ტრაგიკულ ისტორიაზე ისაუბრა საერთო დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ელეონორა ძიგუამ და ბათუმის #22-ე სკოლის პედაგოგმა ნარგული ხიმშიაშვილმა.
მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ მონაკვეთზე და მის ცნობილ და უსახელო გმირებზე ისაუბრეს - ადამიანებზე, რომლებმაც თავდადებული ბრძოლითა და რუდუნებით მოიტანეს ჩვენამდე დედა ენა, ჩვენი რწმენა, ქართული ადათი და ტრადიციები. წაიკითხეს ზურამ გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის, აკაკი წერეთლისა და სხვა გამოჩენილი ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიების დასასრულს კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების ხსოვნას.


«««