სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების გაცნობა
საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების გაცნობა

2019 წლის 26 სექტემბერს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომლები საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს გაეცნენ. შესაბამისი ინსტრუქცია ბიბლიოთეკარებს უსაფრთხოების სპეციალისტმა მიაწოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება, ხანძრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შენობაში მყოფი ადამიანებისთვის, ადამიანების ორგანიზებული გაყვანა ევაკუაციის გეგმის მიხედვით, ევაკუირებული ადამიანების თავმოყრა სპეციალურად გათვალისწინებული თავშეყრის ადგილზე, მათი აღრიცხვა, ვინაობისა და რაოდენობის დადგენა, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების ორგანიზება მისი აღმოჩენის მომენტიდან სახანძრო- სამაშველო დანაყოფის მოსვლამდე და სხვა. გარდა ამისა, ტრენერმა ​ ხანძრის პირობებში ევაკუაციის უზრუნველყოფისთვის პერსონალის მოქმედების დადგენილ ნორმების შესახებ პრაქტიკული მაგალითებიც განიხილა.


«««