სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’
"კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’

2019 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კომპიუტერულ ცენტრის კინო-კლუბში, პროექტის ,,ფილმების საღამოები’’ ფარგლებში, რეჟისორ დრიუ ბერიმორის 2019 წლის კომედიური ფილმის “გასრიადის” ჩვენება გაიმართა.

კინო - ჩვენებას ბათუმის ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ (დამრიგებელი ინგა ებრალიძე). მოსწავლეებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა, ფილმი კი კომპიუტერული ცენტრის წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ნანა ბერიძემ წარადგინა.

კომედიური ჟანრის ფილმი მოგვითრობს ისტორიას გოგონაზე ქალაქ ტეხასიდან. მთავარი გმირი, რომელიც სილამაზის კონკურსების მუდმივი მონაწილეა, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს საკუთარი, პატარა ქალაქის მოსაწყენ ყოველდღიურობას გაექცეს და გორგოლაჭებით შეჯიბრის ლიგაში გაწევრიანდება. სწორედ, ამ შეჯიბრში მონაწილეობით მიაგნებს იგი ნამდვილ მოწოდებას და გადაწყვეტს იყოს გმირი მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ფილმის დასრულების შემდეგ, ჩვენების ორგანიზატორებთან ერთად კომედიის განხილვა გაიმართა.

 


«««