სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ევროპის მემკვიდრეობის დღეები''
„ევროპის მემკვიდრეობის დღეები

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ჩაერთო „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ საქართველოში დაგეგმილ აქტივობებში და საზოგადოებას 2019 წლის 5 ოქტომბერს, 14 საათიდან 19 საათამდე წარუდგა გამოფენით - „ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული ევროპულ ქვეყნებში გამოცემული რარიტეტული ლიტერატურის გამოფენა“. უნიკალური, მეთვრამეტე - მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში გამოცემული ფრანგულენოვანი, გერმანულენოვანი, ინგლისურენოვანი და სხვა ევროპულ ქვეყნებში გამოცემული რარიტეტული ლიტერატურის ხილვა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე გამოიფინა ძველი ქართული ლიტერატურის ნიმუშები,რომლებიც ასევე ევროპული ლიტერატურულ- კულტურული მემკვიდრეობის დიდი ოჯახის ღირსეული წვერები არიან.
ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ნატალია ჭყონია პირადად მასპინძლობდა დამთვალიერებელ და აცნობდა გამოფენილი წიგნების მნიშვნელობას და ფასეულობას. გამოფენის გახსნას ქალაქ ბათუმში მოღვაწე მწერლებთან, ინტელექტუალებთან და ახალგაზრდებთან ერთად, ასევე დაესწრნენ ქალაქ ნიუ-იორკის ერთერთი ბიბლიოთეკის წარმომადგენლები. ყველა ვიზიტორი აღფრთოვანებეული ეცნობოდა ჩვენი ქალაქის და ბიბლიოთეკის საგანძურს, რომელიც კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ როგორი ხანგრძლივი ისტორია აქვს საქართველოსა და ევროპისსხვადასხვა ქვეყნების ურთიერთობას.


«««