სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“

2019 წლის 9 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლის პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. პატარებს, ტრადიციულად, ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა უმასპინძლა. ლელა სურმანიძე მოსწავლეებს წელიწადის ყველაზე ლამაზ სეზონზე - შემოდგომაზე ესაუბრა. თვალსაჩინოებისთვის გივი ჩიღვინიძის წიგნიდან “მზე შინა და მზე გარეთა” მოთხრობა ”რთველი" წაუკითხა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყურძნის მოვლისა და დაკრეფის ტრადიციებზე მოგვითხრობს. მოსწავლეებმა შემოდგომაზე დაწერილი სხვადასხვა მწერლის ლექსებიც წაიკითხეს. ღონისძიებას სიმბოლურად, ფონად ქართველი ცნობილი კომპოზიტორის გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” გასდევდა.  ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მოსწავლეებმა ბავშვთა დარბაზის გარდა, სხვა სივრცეებიც დაათვალიერეს და საცავებში განთავსებულ წიგნად ფონდს გაეცნენ. ასევე, დარეგისტრირდნენ მკითხველებად.


«««