შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
2019 წლის 20 ოქტომბერს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა კლუბის წევრების “შენი სივრცე” შეხვედრა. კლუბის ხელმძღვანელმა მარიკა ძნელაძემ დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად განიხილა მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა “თეთრი საყელო”. მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა წერის სტილმა და იმ ისტორიული გარემოს აღწერამ, რომელიც გასული საუკუნის დიდ პრობლემას წარმოადგენდა, მწერალს საოცრად აქვს აღწერილი თითოეული პერსონაჟის ფსიქიკა.