სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე"
"ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე"
2019 წლის 14 ნოემბერს, 13 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა ნორჩ მკითხველთან.
 ბევრი პეპი და ბათუმის მთავარი მეზღაპრე ინგა გოგიბერიძე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ყველაზე დიდი ბავშვის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღის გრანდიოზულად აღსანიშნავად გვესტუმრა.
კერძო სკოლა “გორდას” და ბათუმში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პირველკასელები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ ასტრიდ ლინდგრენის სამყაროში ამოგზაურა.
ღონისძიების ფარგლებში, "ასტრიდ ლინდგრენის თვალით დანახული სამყარო", ინგა გოგიბერიძემ პატარებს წიგნიდან “გაიცანი პეპი” წიგნის მთავარი გმირის საინტერესო და სახალისო თავგადასავალი წაუკითხა. მხიარულ საღამოს განსაკუთრებული ელფერი სკოლა “გორდას” მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სიმღერამ და მხიარულმა გამოცანებმა შესძინა.
ქალაქის მთავარმა მეზღაპრემ პატარებს ლინდგრენის ზრაპრების კითხვა და ბიბლიოთეკაში ხშირი სტუმრობა ურჩია.

«««