სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლიტერატურული კლუბი "შენი სივრცე"
ლიტერატურული კლუბი "შენი სივრცე"

2019 წლის 10 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კლუბში, "შენი სივრცე". განიხილეს გოდერძი ჩოხელის უნიკალური ნაწარმოები “ადამიანთა სევდა”. კლუბის წევრები აღაფრთოვანა მწერლის სტილმა და ნაწარმოების სიდიადემ, ამ პატარა მოთხრობაში ჩატეულია ადამიანთა უდიდესი გრძნობები, ნაწარმოები იწყება სიტყვებით ,,თუ დრო არ გაქვს, ნუ წაიკითხავ...” და მართლაც ასეა, კითხვას რომ იწყებ, ვერ მოწყდები, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ყველაფერი ირგვლივ გავიწყდება.
კლუბის წევრების მორიგი შეხვედრა ჩატარდება კვირას, 24 ნოემბერს, 1 საათზე, რომელზეც განიხილება პაულო კოელიოს რომანი “ალქიმიკოსი”.


«««