სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა მეცნიერ დენიზა სუმბაძესთან
შეხვედრა მეცნიერ დენიზა სუმბაძესთან

2019 წლის 14 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ, ნიუ-იორკის ქართველოლოგიური ცენტრის „ბიბლია და საქართველო“ დამფუძნებელ და ხელმძღვანელ, ქალბატონ დენიზა სუმბაძის ა.შ.შ. -ს პრეზიდენტისადმი მიმართული წიგნის ღია სათაურით -„ჩვენ განვკურნავთ დედამიწას სნეულებათაგან“ წარდგენა გაიმართა.
შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მთავარმა ბიბლიოთეკარმა, ნანა კვაჭაძემ გახსნა და ქალბატონ დენიზა სუმბაძის შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრა.
საზოგადოებას ახალი წიგნი თავად ავტორმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ წიგნი აშშს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საინაოგურაციო სიტყვის შთაბეჭდილებიდან დაიწერა და მას მოსწონს დონალდ ტრამპის სახელმწიფოებრივი აზროვნებაც და პოლიტიკური კურსიც.

ღონისძიებას მწერალი ანზორ კუდბა, პოეტი შოთა ზოიძე, პროფესორი უჩა ოქროპირიძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო დუმბაძე ესწრებოდნენ.

 


«««