სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საღამო "იაპონური კულტურა"
საღამო "იაპონური კულტურა"

2019 წლის 21 ნოემბერს 16 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საღამო „იაპონური კულტურა“. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენისა და ლიტერატურის ლექტორმა ლაშა ბოლქვაძემ სტუდენტებთან, ნინო კაკაბაძესთან, თამუნა ღორჯომელაძესთან, ელენე კურტანიძესთან, მარი ჩხარტიშვილთან და თეა მიქელაძესთან ერთად დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა იაპონიის ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ საინტერესო და ვრცელი პრეზენტაცია. შეხვედრაზე მოწვეულმა მწერალმა, ქალბატონმა თამარ ნიკურაძემ წარმოადგინა მისი საოცარი „ჰაიკუების“ ჟანრის პოეზია. საღამოს დასასრულს მოწვეულმა პოეტმა, კომპოზიტორმა და ბარდმა, ქალბატონმა ინგა გოგუაძემ იაპონური შტრიხებით სავსე მუსიკალური პერფორმანსი წარმოუდგინა სტუმრებს.
საღამოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლებთან, მათ პედაგოგებთან, სტუდენტებთან და თემით დაინტერესბულ საზოგადოებასთან ერთად, საპატიო სტუმრად ეწრებოდა ამ შეხვედრისთვის იაპონიიდან საგანგებოდ ჩამოსული სტუმარი ბატონი მასაფუმი შიოსე. სტუმარმა აღფრთოვანება და მადლიერება გამოხატა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მხრიდან მისი ქვეყნით ასეთი დაინტერესებისადმი და ბატონ ლაშა ბოლქვაძესთან ერთად გამოთქვა სურვილი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისა.


«««