სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ღია კარის დღე“
„ღია კარის დღე“
2019 წლის 5 დეკემბერს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ღია კარის დღე გაიმართა. ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის III კლასის მოსწავლეები (პედაგოგი რუსუდან თოიძე) ბიბლიოთეკას პროექტის “ყველაფერი საინტერესოა” ფარგლებში ეწვივნენ.
ღია კარის დღეზე მოსწავლეებმა მსოფლიოში ნაკლებად ცნობილ, თუმცა საინტერესო ფაქტებზე ისაუბრეს, რომელიც ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს, პლანეტებსა და ცნობილი ადამიანების ცხოვრებას შეეხებოდა.
პედაგოგ რუსუდან თოიძის განმარტებით, მოსწავლეები ბიბლიოთეკარებთან შესახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და საინტერესო ამბები, რომლებიც ჩვენამდე მოიტანეს, სხვადასხვა წიგნებში ამოიკითხეს. მისივე თქმით, ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობას ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა მომავალ წელსაც გააგრძელებს.
თავის მხრივ, მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ მოსწვალეებს ბიბლიოთეკაში სტუმრობისა და საინტერესო აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა და სწავლისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
 

«««