სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ოთარ გაგუას წიგნის წარდგენა
ოთარ გაგუას წიგნის წარდგენა

2019 წლის 6 დეკემბერს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ცნობილი პუბლიცისტის, მკვლევარისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ გაგუას ახალი წიგნის - ,,სიცოცხლისა და სიკეთის მსახური - დაუთ ასამბაძე“ წარდგენა. ავტორთან შეხვედრას წიგნის რედაქტორი და შეხვედრის ორგანიზატორი, ბატონი ავთანდილ ბერიძე უძღვებოდა. წიგნის შინაარსის, დაუთ ასამბაძის პიროვნებისა და ბატონი ოთარის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ რამაზ სურმანიძემ, მწერალმა ანზორ კუდბამ, ისტორიკოსმა შალვა აბაშიძემ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მირიან პაპუნიძემ , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა ნოდარ ჩხეიძემ, დაუთ ასამბაძის შთამომავალმა ბატონმა ზებურ ასამბაძემ და ბატონი ოთარის შემოქმედების პატარა გულშემატკივარმა ელისაბედ ლაზიშვილმა. 

 

   

 

 


«««