სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი საგანმანათლებლო სივრცე
 ახალი საგანმანათლებლო სივრცე
  2019 წლის 21 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებები სხვადასხვა აქტივობებს მოიცავდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ბიბლიოთეკის სივრცეებში იმართებოდა.
 
  ბიბლიოთეკის მეორე სართულის ფოიეში წიგნად ფონდში დაცული სხვადასხვა წლებში გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდური ერთეულების გამოფენა მოეწყო; გამოფენაზე მოსულ მოსწავლეებს „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმცოდნემ, ჩვენი ქალაქის გამორჩეულმა საზოგადო მოღვაწემ, ქალბატონმა მანანა სულაბერიძემ პოემიდან სტრიქონები წაიკითხა.
  აბონემენტის განყოფილებაში, ხელოვან ლია კასპელაშვილის სტუდია „ანდამატის“ მოსწავლეებმა პატარა მკითხველთათვის საახალწლო თემატიკაზე ხატვის მასტერკლასი და თიხის ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს;
 
  ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზში დაჯილდოვდნენ წლის აქტიური და გამორჩეული მკითხველები;
  ჩატარდა ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარი ბიბლიოთეკარის - ხათუნა ჩიტაძის მასტერკლასი თემაზე- „ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე“;
  დიდ სამკითხველო დარბაზში გაიმართა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განყოფილებებისა და წლის წარმატებულ თანამშრომელთა დაჯილდოვება;
  ბიბლიოთეკის სტუმართა წინაშე, ბათუმში პირველად, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის - ინგა გოგიბერიძის ახალი წიგნის „თოვლის გამყიდველი“ს წარდგენა მოხდა;
  ღონისძიებებს ესწრებოდნენ: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მაკა დიდებულიძე, ამავე ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარები ხათუნა ჩიტაძე და ნონა ტეფნაძე, წყალტუბოს სოფელ საყულიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბეჟან კოღუაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ რიზეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და „სახალხო ბიბლიოთეკის“ ხელმძღვანელები, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ქალბატონი - მაქბულე ქოჩაკი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის წამომადგენლები, პოეტები, მწერლები, ქალაქის საზოგადოება.
 
  
 
  

      

 

     

 

   

 

   

 


«««