სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"საახალწლო ზეიმი"
"საახალწლო ზეიმი"
 ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში აქტიურ მკითხველებთან ერთად საახალწლო ზეიმი გაიმართა.
 
ღონისძიება საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გახსნა, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მომავალი წლიდან ბიბლიოთეკაში აქტიური სიარულისკენ მოუწოდა.
 
პატარა სტუმრებს მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ - თოვლის ბაბუას საოცარი ამბავი წაუკითხა, ესაუბრა ნაძვის ხის მორთვის ისტორიასა და ახალი წლის ტრადიციებზე.
 
დღესვე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ბავშვთა დარბაზის აქტიური მკითხველი დაჯილდოვდა. ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ანასტასია შაინიძემ წლის განმავლობაში დაახლოებით 20 წიგნი წაიკითხა.
 
ღონისძიების კულმინაცია თოვლის პაპას გამოჩენა იყო, რომელიც ბიბლიოთეკაში ველოსიპედით მოვიდა და პატარებს საჩუქრები მოუტანა. ბიბლიოთეკარებმა აქტიურ მკითხველებს სპეციალური ბარათებიც დაურიგეს, რომლის საშუალებითაც ბავშვები თოვლის პაპას წერილებს მისწერენ.

«««