სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გიორგი ლეონიძის 120 წლისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო - "როგორ გამისხლტი ახალგაზრდობავ და რა ყიჟინით გადიგრიალე"
გიორგი ლეონიძის 120 წლისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო - "როგორ გამისხლტი ახალგაზრდობავ და რა ყიჟინით გადიგრიალე"

 2020 წლის 31 იანვარს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა გიორგი ლეონიძის 120 წლისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო - "როგორ გამისხლტი ახალგაზრდობავ და რა ყიჟინით გადიგრიალე". მასში ბათუმის კერძო სკოლა “ნიკეს” მეშვიდე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (დამრიგებელი ხათუნა ნაკაშიძე).

 ღონისძიება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახლაგაზრდობის განყოფილების მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ გახსნა. ისაუბრა მწერლის შემოქმედებაზე, მის როლზე ქართული ლიტერატურის განვითარებაში და ბიბლიოთეკის სტუმრებისთვის პოეტის სადღეგრძელო “გოგლაური” წაიკითხა.

 დღევანდელ საღამოზე სკოლა “ნიკეს” მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება წარმოადგინეს. წაიკითხეს პოეტის ლექსები, ნაწყვეტები მისი მოთხრობებიდან და ყურადღება გაამახვილეს ლეონიძის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე. გარდა ამისა, მოზარდებმა მუსიკის მასწავლებელ ლალი კონცელიძის აკომპანიმენტით შეასრულეს სიმღერები “დედაზე” და “სამშობლოზე”.

გიორგი ლეონიძის შემოქმედებაზე, ბიბლიოთეკის არსსა და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ, სკოლა “ნიკეს” პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა ისაუბრეს.

 


«««