სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გასვლითი შეხვედრა წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით
გასვლითი შეხვედრა წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით
2020 წლის 4 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, პროზაიკოსი, ინგა გოგიბერიძე და პოეტი მაყვალა დავლაძე დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.
 
მოსწავლეებმა წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები წარმოადგინეს. წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები, ამონარიდები ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან, ნიკო გომელაურის ხსოვნის საპატივსაცემოდ წაიკითხეს ლექსები, გიტარის თანხლებით შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
 
წარმოადგინეს თეატრალური პერფორმანსი პიესიდან ,,რომეო და ჯულიეტა".
 
თავის მხრივ, ინგა გოგიბერიძემ ახალგაზრდა გარდაცვლილი მწერლის, ანა ლაშხელი-ონიანის მოთხრობა ,,ბაბუას წერილი ნინიკოს" (აკვანი) და საკუთარი მინიატურა ,, თავისუფალება", პოეტმა მაყვალა დავლაძემ კი თავისი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხა მოსწავლეებს.

«««