სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, 2020 წლის 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, პოეტებმა და მწერლებმა მიიღეს. სტუმრებმა ბავშვებთან ერთად ბიბლიოთეკის ახალი სივრცეები - წიგნების მუზეუმი, მარკების მუზეუმი, ბავშვთა ოთახი და საკონფერენციო დარბაზი დაათვალიერეს. 

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა ბიბლიოთეკის დიდ სამკითხველო დარბაზში ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალგაზრდა გარდაცვლილი მწერლის ანა ლაშხელი-ონიანის მოთხრობას - „ბაბუას წერილი ნინიკოს“ წაუკითხა.

ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბიბლიოთეკის ახალ საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ ბავშვთა ოთახში ბაღის აღსაზრდელებს ზღაპარი წაუკითხა, სკოლის მოსწავლეებს კი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბოშები“.

“ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“ - ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი ლოზუნგი. მისი ავტორი კი ამერიკელი მწერალი და წიგნიერების ექსპერტი პემ ალინია – ქალი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბავშვების წიგნიერებისთვის ბრძოლის საქმეში როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში. სწორედ პემ ალინი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld დამფუძნებელი დირექტორი და წიგნის საჯაროდ კითხვის დღის დაწესების ინიციატორიც. დღეს, წიგნის კითხვა ნამდვილ ზეიმად იქცა ბიბლიოთეკაში მოსული ბავშვებისათვის, რაც იმედს გვაძლევს, რომ მსოფლიო იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე დღეს არის!


«««