სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


#წიგნის #კითხვის #მსოფლიო #დღე
#წიგნის #კითხვის #მსოფლიო #დღე
2020 წლის 5 თებერვალს, გაიმართა ღონისძიება, რომელსაც კერძო სკოლა “ნიკეს” მერვე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გახსნა. იგი მოზარდებს ღონისძიებისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ლორდ ჩესტერფილდის წიგნიდან - „წერილები ვაჟიშვილს“ ნაწყვეტი წაიკითხა. ნაწარმოებიდან ამონარიდი ხმამაღლა წაიკითხეს მოსწავლეებმაც.
 
ვინაიდან წლევანდელი ღონისძიებები მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნება, კერძო სკოლა “ნიკეს” მასწავლებელმა თეა მალაყმაძემ მწერლის ცნობილი მოთხრობიდან “მიწის ძახილის” ამონარიდი წაიკითხა. მოსწავლეები შეჰპირდნენ ბიბლიოთეკარებს, რომ სკოლაში დაბრუნების შემდეგ ნაწარმოებს ბოლომდე წაიკითხავენ. 

«««