სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“

2020 წლის 12 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ “საზღაპრეთში” აქტიურ მკითხველებთან შეხვედრა გაიმართა.

 “საზღაპრეთის” დღევანდელი შეხვედრა ქართველი საბავშვო მწერლის შიო მღვიმელის დაბადებიდან 154 წლისთავს მიეძღვნა. მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძე ბავშვებს მწერლის შემოქმედებაზე ესაუბრა. აღნიშნა, რომ მღვიმელის პოეზიის დიდი ნაწილი ბუნების სურათებს, მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს ასახავს. იგი ასევე, მეგობრობდა ბუნების ფშაველ მგოსანთან ვაჟა-ფშაველასთან.

 ლელა სურმანიძემ შიო მღვიმელის “ტყის სურათებიდან” ლექსები “ციგაობა” და “ბეღურა” წაიკითხა. იმსჯელეს ლექსების შინაარსსა და დედააზრზე. კითხვაში ჩაერთო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროს თინა ცენტერაძეც, რომელმაც ყველსათვის საყვარელი ლექსი “პაწია მერცხალი” წაიკითხა.


«««