სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ჟურნალ „მზიანი ღამის“ მეორე ნომრის განხილვა
ჟურნალ „მზიანი ღამის“ მეორე ნომრის განხილვა
2020 წლის 13 თებერვალს, 17 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ცნობილი პუბლიცისტის, მკვლევარისა და საზოგადო მოღვაწის, ოთარ გაგუას ყოველწლიური ჟურნალ - „მზიანი ღამის“ განხილვა გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალ „მზიანი ღამის“ მეორე ნომერი, რომელიც შინაარსობრივად მრავალფეროვანია.
ჟურნალ „მზიანი ღამის“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, სტატიის ავტორები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დამფუძნებელ ოთარ გაგუას მეუღლე მაკა ძოწენიძემ მსმენელს სამადლობელო წერილი წარუდგინა.
„მზიანი ღამის“ პრეზენტაცია წარადგინა ჟურნალის რედაქტორმა ავთანდილ ბერიძემ.
მოწვეულმა სტუმრებმა: თენგიზ აფხაზავამ, ალეკო ჩიტიშილმა, ალეკო ჩხარტიშვილმა, ია შალამბერიძემ, მზია შავაძემ, თამაზ თურმანიძემ, პაატა აროშიძემ, თამაზ მჟავანაძემ, მანანა ძიძიშვილმა, პაატა ურიადმყოფელმა, რამაზ სურმანიძემ ისაუბრეს ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე და სამომავლო გეგმებზე.
 

«««