სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გაკვეთილი წიგნის მუზეუმში
გაკვეთილი წიგნის მუზეუმში

2020 წლის 26 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ წიგნის მუზეუმში, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნანა გოგიამ მეათეკლასელთათვის ინოვაციური გაკვეთილი ჩაატარა; თემა: „ვეფხისტყაოსანი“.
 ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე ბიბლიოთეკის ფონდში არსებულ „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ გამოცემებსა და საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელობაზე ესაუბრა მოსწავლეებს. ბიბლიოთეკის ფონდში ინახება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 107 გამოცემა, მათ შორის: ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, სომხურ, უზბეკურ, ქურთულ, ყაბარდოულ, ბასკურ, ტაჯიკურ ენებზე.

 

წამყვანმა ბიბლიოთეკარმა და ხელოვნების პედაგოგმა ნათია დევაძემ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე, მის მხატვრულ ღირებულებასა და პერსონაჟთა სახეებზე ისაუბრა; როგორც ვიცით, XIX ს 80-იანი წლებიდან დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებული გამოცემების ბეჭდვა; პირველი ილუსტრაციები უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა შეასრულა. შემდგომ გამოცემებში გვხვდება მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, მამუკა თავაქარაშვილის, დავით მაჭავარიანის, ირაკლი თოიძის, ნათელა იანქოშვილის, ნანული გიგოშვილის, ირაკლი ოჩიაურისა და ბათუმელი მხატვრის - ზურაბ ხაბაძის შესანიშნავი ილუსტრაციები.
 

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ჩართულობით, აჭარის რეგიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის შესაძლებელია ღია და ინოვაციური გაკვეთილების, სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება. ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდიდან მოხდება დარგებისა და თემატიკის მიხედვით რარიტეტული და ახალი წიგნების გამოფენა წიგნის მუზეუმში.
 


«««