სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ვირტუალური პოეზიის საღამო -„ინგა და მისი მეგობრები“
ვირტუალური პოეზიის საღამო -„ინგა და მისი მეგობრები“

 2020 წლის 8 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ღია სივრცეში, დიდ ეკრანთან, გაიმართა ვირტუალური პოეზიის საღამო -„ინგა და მისი მეგობრები“, რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ შორის იყვნენ: ბელა ქებურია, ირაკლი შამათავა, ნატა ვარადა, ნინო მოდრეკილაძე, მაყვალა დავლაძე, ჯაბა გორგილაძე, საღამოს ორგანიზატორი და წამყვანი - ინგა გოგიბერიძე. პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დისტანციურმა საღამომ პოეტებს მონატრებულ მკითხველთან და მსმენელთან შეხვედრა ნაწილობრივ შეუვსო; მათ მადლიერება და სიყვარული დაუდასტურეს საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და შეხვედრის ორგანიზატორს, ქალბატონ ინგა გოგიბერიძეს. მონაწილეებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და დაგეგმეს მოვალალი შეხვედრები.


«««