სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ონლაინ ჩართვა
ონლაინ ჩართვა

2020 წლის 3 აგვისტოს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს ქალბატონ ინგა გოგიბერიძეს, საბიბლიოთეკო საბჭოს და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის კოლეგებს შორის გაიმართა საინტერესო საუბარი. შეხვედრა მიზნად ისახავდა თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საქმიანობის გაცნობას, რათა ბიბლიოთეკაში გაიმართოს ელექტრონული კატალოგების ღია პროგრამა – ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "კოჰა"(KOHA). ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ ჩვენ ბიბლიოთეკაში არსებული ISIS პროგრამის შესახებ. შევჯერდით იმაზე, რომ ინტეგრირებული მძლავრი თანამედროვე საბიბლიოთეკო სისტემა "KOHA" უფრო დახვეწილი და მუშაობისთვის მოსახერხებელია, რომელიც საშუალებას მოგვცემს მკითხველები ელექტრონულად გაწევრიანდნენ, ინფორმაცია მკითხველის შესახებ იქნება გამჭირვალე, მკითხველებს ექნებათ წვდომა ელექტრონულ რესურსებზე, შეეძლებათ ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურის მოძიება. აღნიშნული სისტემა უკვე მოქმედებს საქართველოს რამდენიმე ბიბლიოთეკაში.


«««