სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ალექსანდრე ჩხაიძე 97
ალექსანდრე ჩხაიძე 97
97 წლის წინათ  დაიბადა ალექსანდრე ,,შოშია“ ჩხაიძე - მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.  
ალექსანდრე ჩხაიძემ მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ჟურნალისტმა.  აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, რადიოსთან.
1951 წლიდან ბეჭდავს პირველ მოთხრობას — „მეგობრობა“ , ხოლო 1955 წელს პირველ წიგნს. მისი პიესების — „ხიდი“, „სამიდან ექვსამდე“, „როცა ქალაქს სძინავს“ — მიხედვით შექმნილია მხატვრული ფილმები. იყო ჟურნალისტთა, მწერალთა, თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი. 
ალექსანდრე ჩხაიძის პიესები დადგმულია საბჭოთა კავშირის 50-ზე მეტ თეატრში, საქართველოს ყველა თეატრში, ასევე უცხოურ სცენებზეც.
   - გთავაზობთ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში ალექსანდრე ჩხაიძის შემოქმედების შესახებ არსებული ლიტერატურის სარეკომენდაციო საძიებელს:
არსებული ლიტერატურა ნებისმიერი მკითხველისათვის ხელმისაწვდომია.
 
 
 
   

«««